რას გთავაზობთ
პროგრამა ეხმარება ბავშვებს:
- შეისწავლონ ქართული ცეკვის საფუძვლები.
- განავითარონ რითმი, პლასტიკა, სხეულის კონტროლი.
- გაძლიერდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.
- ისწავლონ დისციპლინა და გუნდური მუშაობა.
პარალელურად, ბავშვები იღებენ მონაწილეობას საჩვენებელ ღონისძიებებსა და კონცერტებში, რაც ზრდის მათ თავდაჯერებას და ასწავლის სცენურ კულტურას.
სწავლება შესაძლებელია როგორც პროფესიული მიმართულებით, ისე მოყვარულთა დონეზე.
პროგრამა მოიცავს:
- თითოეული კუთხის ტრადიციული ცეკვების შესწავლას.
- ტექნიკის დახვეწას და ცეკვის ინტერპრეტაციის უნარების განვითარებას.
- მსურველთათვის – მონაწილეობას კონცერტებსა და გასტროლებში.
სწავლება მიმდინარეობს ქართულ და საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ ენაზე – უცხოელი მოსწავლეებისთვის სრულად ადაპტირებულია.
გააუმჯობესე შენი სხეული, ემოცია და კულტურული ცნობიერება – ქართული ცეკვის რითმში!
💡 ეს ფორმატი იდეალურია:
- დასაწყისიდან სწავლის მსურველებისთვის
- პროფესიული დახვეწისთვის
- გამოცდებისთვის ან სოლო გამოსვლებისთვის მოსამზადებლად
- მორიდებული ან ჩაკეტილი ადამიანებისთვის, რომლებსაც კომფორტული სივრცე სჭირდებათ
ან უბრალოდ მათთვის, ვინც აპირებს ქართული ცეკვის ინდივიდუალურ აღმოჩენას.
“იცეკვე და გაიჯანსაღე” — ქართული ცეკვა არამარტო კულტურაა, არამედ უნიკალური ფიზიკური აქტივობაც!
ქართული ცეკვის ფიტნეს-პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს კომბინაცია:
- ენერგიული მოძრაობების
- კარდიო დატვირთვის
- სხეულის გაძლიერების და გამხდარი ფორმის მიღწევის
გაკვეთილები მოიცავს ქართულ ცეკვაზე დაფუძნებულ დინამიკურ ვარჯიშებს, რომლებიც:
- აუმჯობესებს კოორდინაციასა და რეფლექსებს
- ამაგრებს კუნთებს
- ავითარებს გამძლეობასა და პლასტიკურობას,
და ამასთან ერთად — გიზიარებს ქართულ ენერგიასა და სილამაზეს!
🎶 ფიტნეს-ცეკვები მიმდინარეობს რიტმულ ქართულ მუსიკაზე, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო მხიარულსა და შთამაგონებელს ხდის.
ინდივიდუალური და ჯგუფური ფორმატით Zoom-ზე,რაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს შეისწავლონ ქართული ცეკვა პირდაპირ საკუთარი სახლებიდან.
ქართული ცეკვის სწავლა სახლიდან გაუსვლელად – სადაც არ უნდა იყო!
Melita Dance Studio გთავაზობთ ონლაინ გაკვეთილებს Zoom-ის პლატფორმაზე, რომელიც უკვე წლებია აერთიანებს ქართული ცეკვის მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
🖥️ რას გთავაზობთ?
- პირდაპირი ცოცხალი გაკვეთილები Zoom-ზე
- ინდივიდუალური და ჯგუფური ფორმატები
- დროის მოქნილი არჩევანი დროის ზონის მიხედვით
- პერსონალურად მორგებული სასწავლო მასალა
- პროფესიონალი პედაგოგის მუდმივი წაყვანა და კორექცია
- ვიდეოჩანაწერები სასწავლო პროცესის განმეორებისთვის (სურვილის შემთხვევაში)
👥 ვისთვის არის?
✅ მათთვის, ვინც ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ
✅ მათთვის, ვისაც უყვარს ქართული ცეკვა და უნდა შეისწავლოს სახლში
✅ ნებისმიერი ასაკისა და დონის მსურველისთვის
✅ მშვენიერი არჩევანია როგორც ცეკვის, ასევე ფიტნესის მიზნით
შეიგრძენი ქართული ცეკვის ენერგია პირდაპირ შენი სახლისგან — ონლაინ, მაგრამ გულით ახლოს!
ვიდეო გაკვეთილები – ქართული ცეკვის ძირითადი ელემენტების შესასწავლად ნებისმიერ დროს. ჩვენთან სწავლობენ ადამიანები: ამერიკიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ვიდეო გაკვეთილები აწარმოებს და უძღვება მელიტა ლომაძე — სუხიშვილების ყოფილი წ მოცეკვავე და ქართული ცეკვის გამოცდილ პედაგოგი.
🎥რას მოიცავს ვიდეო კურსები?
✅ქართული ცეკვის ძირითადი ელემენტების ახსნა,
✅მოძრაობების თანმიმდევრული გაშლა მარტივი საფეხურებით,
✅სავარჯიშოები სხეულის მომზადებისთვის,
✅გაკვეთილები როგორც საბაზისო, ისე საშუალო დონისთვის,
გსურს კონკრეტული ცეკვის ვიდეოკურსი? შეგიძლია დაგვიკავშირდე და შეგირჩევთ შენს დონესა და ინტერესებზე მორგებულ მასალას.
ისწავლე საკუთარი ტემპით, იმეორე რამდენჯერაც გინდა და იცეკვე ქართულად – პროფესიონალის გზით!