სტუდია 2004 წელს დააარსა მელიტა ლომაძემ – სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ყოფილმა მოცეკვავემ და ამჟამად სუხიშვილების აკადემიის პედაგოგმა.
სტუდიის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.
სწორედ ამ მისიისთვის 2023 წელს მელიტა გახდა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებული თემით – „ქართული ცეკვის პოპულარიზაცია მსოფლიოში“.
მელიტა ლომაძე პირადად ხელმძღვანელობს სტუდიის ყველა მიმართულებას და მუდმივად ზრუნავს ხარისხსა და განვითარებაზე.